← მთავარი

ვიზიტი პარიზის EFREI/ESIGETEL უნივერსიტეტში

2017 წლის 5-12 მარტს პროფ. ა. სლადკოვსკი პარიზის EFREI/ESIGETEL უნივერსიტეტს ეწვია. EFREI/ESIGETEL უნივერსიტეტი საფრანგეთის კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით განათლებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ვიზიტი ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში შედგა და მიზნად ისახავდა ამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ლექციების ჩატარებას. ამავდროულად, პროფ. ა. სლადკოვსკიმ მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო დღეში (კონფერენციაში). მასში, მასპინძლების გარდა, მონაწილეობდნენ ინგლისის, შვეიცარიის, ბრაზილიისა და პოლონეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

პროფ. ა. სლადკოვსკი EFREI/ESIGETEL-ის სტუდენტებისთვის ლექციის ჩატარებისას

EFREI/ESIGETEL-ის სტუდენტები

EFREI/ESIGETEL-ის საერთაშორისო დღის კონფერენციის მონაწილეები