← მთავარი

მეორე საკოორდინაციო შეხვედრა SmaLog პროექტის ფარგლებში

28.05-01.06.2018 უნივერსიტეტში Degli Studi Di Roma Tor Vergata გაიმართა მეორე საკოორდინაციო შეხვედრა. მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: პროექტ SmaLog-ის ფარგლებში EU-UA-GE ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა (არსებული მდგომარეობა, მიმდინარე განვითარება, ორმაგი დიპლომის გაცემის შესაძლებლობა, სასწავლო პროგრამის განსაზღვრა — სპეციალური და ზოგადი ნაწილები, უკრაინასა და საქართველოში არსებული საჭიროებები და შეზღუდვები); უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა; ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სისტემა; პროექტში ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის საკითხები. ასევე განიხილეს დაფინანსების, სპეციალური მობილობის, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების, ვიზიტების მონიტორინგისა და სხვა საკითხები.

დისკუსიები შეხვედრის დროს

შეხვედრის მონაწილეები Tor Vergata-ს უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის შენობასთან

ექსკურსია რომში (Largo di Torre Argentina)