მეოთხე პოლონურ-ქართული კონფერენცია „სატრანსპორტო ხიდი ევროპა – აზია“
2018 წლის 08-10 ოქტომბერს თბილისში გაიმართა მორიგი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „სატრანსპორტო ხიდი ევროპა – აზია“. სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტი ამ კონფერენციის თანაორგანიზატორია. იგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება. მიმდინარე წელს კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ, თბილისი) კედლებში ჩატარდა. პოლონელი და ქართველი ორგანიზატორების გარდა, მეოთხე კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები და სპეციალისტები ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან. სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის ფაკულტეტიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროფესორები დოროტა ბურხორტ-კოროლი და ალექსანდრ სლადკოვსკი, რომლებმაც ტრანსპორტის აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილი მოხსენებები წარადგინეს. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებშიც რომლებშიც მონაწილეობდნენ რიგი უნივერსიტეტებისა და აკადემიური კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელი თანამშრომლები. სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის გარდა, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს რამდენიმე ისტორიული რეგიონის — ქართლის, კახეთისა და იმერეთის — ისტორიასა და კულტურას.
პროფ. ა. სლადკოვსკის გამოსვლა კონფერენციის პლენარულ სესიაზე
კონფერენციის უცხოელი მონაწილეები სტუ-ის ჰოლში
დელეგაციების ხელმძღვანელთა თათბირი. მარცხნიდან მარჯვნივ: პროფ. ოთარ გელაშვილი, სტუ-ის დეკანი; პროფ. ხრისტო ბელოევი, რუსეს უნივერსიტეტის რექტორი (ბულგარეთი); პროფ. ველიზარა პენჩევა, რუსეს უნივერსიტეტის საერთო კრების თავმჯდომარე; პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის პრორექტორი; პროფ. ალექსანდრე სლადკოვსკი; პროფ. პაველ დროჟდელი, ლუბლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი
კონფერენციის მონაწილეთა მიერ სამთავისის მონასტრის მონახულება (V საუკუნე)