კონფერენცია ოსვენციმში
17 იანვარს ოსვენციმში, როტმისტრ პილეცკის სახელობის სახელმწიფო უმაღლეს პროფესიულ სკოლაში გაიმართა კონფერენცია „მართვა და წარმოების ინჟინერია ინდუსტრია 4.0-ში“. აღნიშნული კონფერენცია პერიოდულად ტარდება ამ უმაღლესი სასწავლებლის მართვისა და პროდუქციის ინჟინერიის ინსტიტუტის ინიციატივით. ამ ინიციატივის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე მწარმოებლები და ბიზნესმენები. აღნიშნულ კონფერენციაზე სილეზიის ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ პროფესორი ალექსანდრ სლადკოვსკი და დოქტორი გრაჟინა ხატ-გარნცაჟი. კონფერენციის დროს გაიმართა შეხვედრები აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე წარმომადგენელთან, კერძოდ, ზემოაღნიშნული ინსტიტუტის დირექტორ დოქტორ იოანა სტუგლიკთან, აგრეთვე კათედრის გამგე პროფესორ იგორ კურიტნიკთან. მათთან განიხილეს ფაკულტეტთაშორისი სამეცნიერო და პედაგოგიური თანამშრომლობის. კონფერენციის პლენარული სესიის დროს პროფ. ა. სლადკოვსკიმ წარადგინა მოხსენება თემაზე „ტრანსპორტისა და ლოგისტიკისადმი მიძღვნილი სტატიების გამოქვეყნება WoS-ისა და Scopus-ის ბაზებში შემავალ ჟურნალებში“, რომელმაც მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ოსვენციმის როტმისტრ პილეცკის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პროფესიული სკოლის რექტორი, პროფ. ვიტოლდ სტანკოვსკი, კონფერენციას ხსნის
კონფერენციის მონაწილეები პლენარული სესიის დროს